აღწერა
დეკო გამორჩეული სპეციფიკაციების მქონდე რკინის კარია, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებას, ინჟინერიულ სიზუსტესა და კომფორტს. კარი აღჭურვილია იტალიური SECUREMME-ის საკეტებით, რაც უზრუნველყოფს მრავალდონიან დაცვას.
გერმანული ჰერმეტულობის სისტემა ეფექტურად ბლოკავს გარედან შემოსულ ჰაერს, ხოლო ორდონიანი დათბუნება Knauf-ის მინერალური ბამბით, დამატებითი ფიქსაციით, უზრუნველყოფს მაღალ თბოიზოლაციას და ხმის იზოლაციას — 40 დეციბელამდე.
შესასვლელ რკინის კარზე ვრცელდება 10-წლიანი გარანტია.